მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


13.12.2018
შეხვედრა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების პრეზიდენტთან

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლადარჩეულ პრეზიდენტს,  იუმით ვურალს. ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლადარჩეული პრეზიდენტისათვის ქართული დელეგაციის ვიზიტი პირველი ოფიციალური შეხვედრა აღმოჩნდა.

ვრცლად
13.12.2018
ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია

„საქართველოს არჩევანია რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ასეთი სათაურით ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში ვიზიტის შესახებ, რომელშც ნათქვამია:

ვრცლად
13.12.2018
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს  სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა უფალს და ამიტომაც ეწოდა მას 

ვრცლად
12.12.2018
შეხვედრა ავსტრიის ებრაული თემის წარმომადგენლებთან

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია  ებრაული ვენის კავშირის ვიცეპ-რეზიდენტს, დეზონი დავარაშვილსა და ებრაელთა ავსტრიის თემის გენერალურ მდივანს, რაიმუნდ ფასტენბაუერს შეხვდა.

ვრცლად
12.12.2018
შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში

ავსტრიის  რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის სააგენტოს დელეგაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე შეხვდნენ ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებს: ავსტრიის 

ვრცლად
11.12.2018
შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში

გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში, სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურის, „კულტის სამსახურის" უფროსს

ვრცლად
11.12.2018
შეხვედრა ვენის ადგილობრივ სათვისტომოსა და სამრევლოს წარმომადგენლებთან

დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის 

ვრცლად
06.12.2018
შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ ჰუბერტ ქნირშთან.

ვრცლად
05.12.2018
საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ინიციატივით და „ფრიდენსბოტეს“ მისიის საქართველოს ფილიალის მხარდაჭერით სახარების ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ტარიელ პაპინაშვილმა, გია კანდელაკმა და ლევან ახალმოსულიშვილმა მართლმადიდებელი 

ვრცლად








View Larger Map