მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2019 წლის 22 იანვრის N1/171 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული
დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოში მოქმედი რელიგიური
დღეს ებრაელები ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ისრაელში ამ ახალ წელს ოჯახი ერთ ხეს მაინც რგავს, საზეიმო სუფრას კი სულ მცირე, შვიდი სახეობის ხილით ამშვენებს.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.
14 იანვარს ქართული ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს
14 იანვარს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
დღეს კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ.