მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათლიკეს, ქართველ კათოლიკეებს ამ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ. ზაზა ვაშაყმაძემ დაათვალიერა მეორე ქესალოში მდებარე, მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული კომპლექსი - მეჩეთი და მედრესე, სადაც ამ დროისთვის 60 მოწაფე სწავლობს.
დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა დასაქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლები.
ღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს ეზიდთა თემი „როჟა ფარმანა შანგალე“-ს - შანგალის ეზიდთა გენოციდის დღეს (გლოვის დღეს) აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში შედგა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით მოწყობილი კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“, რომელიც 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში დაწყებული
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართლის ხსენებას, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღესა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
25 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პროექტის - „რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერები.
დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლის, დავუდ ზარეს წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „საჭიროდ
ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ქალაქ გერცელიაში შეხვდნენ ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებს: რაბინი ცხაკ მოძღვრიშვილს, რაბინ შაბთაი მიხელაშვილს, რაბინ აარონ ელაშვილს, რაბინ ბენციონ მიხელაშვილს, რაბინ რაფაელ ჩიკვაშვილს დაქართველ- ებრაელ რაბინთა გაერთიანების თავმჯდომარე სბატონ თამაზ სეფიაშვილს.
13 ივლის სსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. 13 ივლისი სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს.