მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 17 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელძღვანელების სამუშაო შეხვედრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელთან მირგუსეინ ასადოვთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამსახურის უფროსებთან ერთად ქართველ და ევროპელ ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებს: მერაბ ჩანჩალაშვილს, ალექსანდრე როზენბლატსა და ნათან თაფლიაშვილს შეხვდა.
მიმდინარე წლის 16 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს: სრულიად საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვს, დასავლეთ საქართველოს მუფტს - ჯემალ პაქსაძეს, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს - იასინ ალიევსა და სამმართველოს აღმასრულებელ დირექტორს - რესან გოგიტიძეს შეხვდნენ.
16 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელს ალი ალიევს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე - ლელა ჯეჯელავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მამა მიქაელ ბოტკოველი სააგენტოს მუშაობაში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ სამსახური ბევრ დადებით ძვრებს შემოიტანს ზოგადად საეკლესიო და რელიგიურ ცხოვრებაში.
2014 წლის 9 ივნისს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური წარდგენა. რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აქამდე მსგავსი სააგენტო არ არსებობდა და რელიგიურ საკითხებს პრემიერის დავალებით ის აგვარებდა.