მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 თურქეთში გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ევროსაბჭოს პროექტის „უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კავშირები კავკასიაში“ კოორდინატორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევარ სილვია სერანოს შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო ახლად შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ამოცანები.
04 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვრის ჰანს იოჰან კიდერლენის მეორე შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან არჩილ მეტრეველთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია განაგრძობენ ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში.
მიმდინარე წლის 30 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიღო.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს სააგენტოს მიზნები, ამოცანები და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ კურსი ევროპისაკენ აიღო.
16 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელებმა: ზაზა ვაშაყმაძემ, არჩილ მეტრეველმა, ვლადიმერ ნარსიამ და გელა კვარაცხელიამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოსა და მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენლებთან: მირგუსეინ და მირთაგან ასადოვებთან, რამინ იგიდოვსა და რეზვან ისმაილოვთან
გულითადად გილოცავთ ვარდავარის - იესო ქრისტეს ფერიცვალების - ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განახლების, სინათლისა და სიწმინდის დღესასწაულია. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აგრძელებს შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა შეხვდნენ პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმავლადიმერ პაპავამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს ხელი.