მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


19.03.2015
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სომხეთის ელჩს შეხვდა

 18 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იური ვარდანიანს შეხვდა. ელჩი დაინტერესდა სომხეთის რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებით. 

ვრცლად
18.03.2015
საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარეს დიმიტრი ფირბარს საქართველოს იეზიდ მოქალაქეებს

გულითადად გილოცავთ „ კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს.  

გაზაფხულისა და  განახლების ამ ღირშესანიშნავ დღეს იეზიდ  ხალხს   მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ.  

ვრცლად
13.03.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთში დასრულდა

12 მარტს დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორეს, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მინისტრ დავით ჰარუტუმიანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს მანუკ მკრტიჩიანს, კულტურის მინისტრის მოადგილეს არევ სამუელიანს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელებსა და საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილს. დელეგაციას, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა, უმასპინძლა სომხეთის მთავრობასთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიის განყოფილებამ ვარდან ასცატრიანის ხელმძღვანელობით.

ვრცლად
12.03.2015
რელიგიის საკითხთა სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება

9 მარტს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.  ვიზიტი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის სფეროში მეზობელი სახელმწიფოს გამოცდილების გაცნობას და კონტაქტების დამყარებას.

ვრცლად
08.03.2015
„ტოლერანტობის სკვერში“ რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი

8 მარტს, 15 საათზე, ღვინის აღმართისა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ „ტოლერანტობის სკვერში“ შედგა საქართველოს  რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი დეკლარაციის „ქალი- მშვიდობის დესპანი“ ხელმოწერა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სახელმწიფო კანცელარიაში შედგა რამდენიმე შეხვედრა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საგნობრივი მსჯელობისა და აზრთა ურთიერთგაზიარების შემდგომ, შეკრებილებმა შეიმუშავეს დეკლარაციის ტექსტი, რომლის ხელმოწერაც შედგა 8 მარტს.

ვრცლად
27.02.2015
შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში

27 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზაზა ალექსიძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ჯონი ხეცურიანი, პროფესორები: ლევან ალექსიძე, ბონდო არველაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მანგლელი ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე) და სხვები.

ვრცლად
25.02.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

2015 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძეს და თურქეთის ელჩს - ლევენთ გუმრუქჩუს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა სააგენტოს გასული წლის ანგარიშის წარმატებით ჩატარებული პრეზენტაცია და არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, სააგენტოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი როლი და მოკლე პერიოდში მიღწეული წინსვლა რელიგიურ სფეროში არსებული პრობლემატიკის მოსაგვარებლად.

ვრცლად
24.02.2015
ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 24 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ უმასპინძლა ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას, ადამიანის უფლებების და ეფექტური მმართველობის ატაშეს, ევა პასტრანას ხელმძღვანელობით.

ვრცლად
23.02.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2014 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია წარადგინა
 2015 წლის 23 თებერვალს რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” საზოგადოებას წარუდგინა 2014 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვრცლად








View Larger Map