მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს შეხვდნენ.
დღეს, 27 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის წარმომადგენლის, ეპისკოპოს მიხეილ ხანჩალიანის შეხვედრა.
მიმდინარე წლის 26 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარს ჰანს იოჰან კიდერლენს შეხვდნენ. განიხილეს სააგენტოსა და კონფესიების თანამშრომლობის საკითხები და ამ სფეროში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. აღინიშნა, რომ სააგენტოს შექმნით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით საქმიანობის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვისათვის.
2014 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვართან მერაბ გაფრინდაშვილთან და ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი.
25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლის მარგო დე იონგის შეხვედრა.
25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის.
23 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ლათინ კათოლიკეთა საქართველოს სამოციქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პაზოტოსთან.
20 ივნისს გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. აღინიშნა, რომ სააგენტო ინდივიდუალურ ფორმატში იწყებს თანამშრომლობასა და არსებული პრობლემების განხილვას საქართველოში არსებულ ყველა კონფესიასთან.
17 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები - ლელა ჯეჯელავა და არჩილ მეტრეველი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენელს რასიმ მამედოვს შეხვდნენ.