საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეორე სხდომა გაიმართა.
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის ფორმატში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და ინტერელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა.