მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, ჩვენს თანამოქალაქეებს და სიხარულს, კეთილდღეობას, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
მსოფლიოს ყველა პროტესტანტთან ერთად, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და მრევლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ და სიყვარულს, სიკეთეს გისურვებთ.
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 25 დეკემბერს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიასა და მრევლს, კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.
25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ბაპტისტს, განსაკუთრებით კი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს უფლის შობის დღეს და მშვიდობას, კეთილდღეობას უსურვებს მათ.
ბათუმში გაიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, შეიხი რამინ იგიდოვი, მუსლიმური ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს ქემალ ცეცხლაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს
დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავენ.
მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც
დღეს ქრისტიანები წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავენ. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისის მკვიდრის - მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცის, დიოსკორეს მე-4 საუკუნე) ერთადერთი ასული იყო. წარმართი დიოსკორე თაყვანს სცემდა კერპებს. ერთხელ წარმართულ გარემოცვაში გაზრდილმა ბარბარემ იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“, გულით იწამა იგი და შესთხოვა, მისთვის მასწავლებელი და მოძღვარი გამოეგზავნა.
მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავენ. მთვარის კალენდრის მიხედვით ეს დღე მოძრავი თარიღით აღინიშნება. მოციქული 571 წლის 20 აპრილს დაიბადა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს, წარმატებებს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.