მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, განსაკუთრებულად კი- საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს, და სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.
დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია შობას და დაგანცხადებას- იესოქრისტესნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას- ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. პატრიარქი გამორჩეული ფიგურაა მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ქვეყნისთვის კი - მშვიდობის, სიყვარულის, ერთობის გარანტია. მისმა ორმოცწლიანმა ღვაწლმა განსაკუთრებული კვალი დაატყო ქვეყნის საეკლესიო თუ საერო ცხოვრებას., მიუხედავად რწმენისა და აღმსარებლობისა, ადამიანები მის სიტყვას ენდობიან და პატივს სცემენ მას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ახალ, 2018 წელს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი საქართველოსთვის. მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები გვსურს გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს, ვისაც საკუთარი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის მშენებლობაში. 2018 ყოფილიყოს გაერთიანების, გამთლიანების წელი ჩვენი სამსობლოსათვის. ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო!
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ექვსი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები ქ.ზუგდიდში იმყოფებიან და სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში პატრიარქს გამორჩეული როლი აკისრია, განსაკუთრებით - დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ მოვლენას არ ჩაუვლია პატრიარქის უშუალო მონაწილეობის გარეშე. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო უფლის შობას ზეიმობს. მილიონობით ადამიანისთვის ეს ახალი ერის დაწყების დღეა, რომელმაც სამყარო შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ქრისტეშობას, მშვიდობას, სიყვარულს, სიკეთეს უსურვებს მათ.
25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ბაპტისტს, განსაკუთრებით კი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს უფლის შობის დღეს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.