მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


11.01.2017
შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან

საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რეუვენ რივლინი  თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური 

ვრცლად
11.01.2017
შეხვედრა სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიათა კავშირის მშენებარე ტაძარს ესტუმრა.

  ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ეპისკოპოს გია კანდელაკს, ხუცეს ვეფხია ციმაკურიძეს, ხუცეს ლევან ახალმოსულიშვილსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს. 

ვრცლად
07.01.2017
ზაზა ვაშაყმაძე სამებაში ღამისთევის მსახურებას დაესწრო

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. ქრისტეს დაბადება ახალი ცივილიზაციის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების დასაწყისია.

ვრცლად
07.01.2017
მოლოკან ქრისტიანთა თემი ქრისტეშობას აღნიშნავს

მოლოკან ქრისტიანთა თემი 7 იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მოლოკან თემს ქრისტეშობას და მშვიდობას, ბედნიერებასადაკეთილდღეობასუსურვებს მათ.

ვრცლად
06.01.2017
ზაზა ვაშაყმაძემ სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ქრისტეშობა და ნათლისღება მიულოცა

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესია შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. სუბ-გევორქის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას დასეწრო და შეკრებილ მორწმუნეებს დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ,

ვრცლად
06.01.2017
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთისგამოცხადებას ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულიეკლესია დღეს ღვთისგამოცხადებას - ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთისგამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების-კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.

ვრცლად
06.01.2017
სომხური სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესია შობას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებსამ ბრწყინვალე დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
06.01.2017
კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია დღეს ეპიფანიას - ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია, აღდგომასთან ერთად, უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ყველა კათოლიკეს ულოცავს დღესასწაულსდა სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.

ვრცლად
04.01.2017
რელიგიის სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუბილარია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს 84 წლისთავს საქართველოს პატრიარქს, რელიგიურ ლიდერსა და პიროვნებას, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 

ვრცლად








View Larger Map