მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 13 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან.
სააგენტოს თავმჯდომარემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რელიგიის პოლიტიკასა და იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც ამ ორ მართლმადიდებელ ქვეყანას გააჩნია.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველმა მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. უდიდესია ანდრია პირველწოდებულის როლი საქართველოსათვის- მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სახალხო დამცველის 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ და მას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.
როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გორის სინაგოგას ეწვია და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაფთაი ცურთან ერთად, ლოცვას დაესწრო.
ლოცვის დასრულების შემდეგ, ზაზა ვაშაყმაძემ უმსგავსო და დასაგმობი უწოდა სინაგოგის გაძარცვის ფაქტს და განაცხადა, რომ სახელმწიფო მომხდარი ფაქტის
1 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად:
სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ და ამ სასწავლებლის მოსწავლეებს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, ორი ტონა სამოსი გადასცეს.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა, ებრაელთა თემის წარმომადგენლები.