მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


27.12.2016
შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

27 დეკემბერს ამერიკის საელჩოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა რაიან კოენიგმა რამდენიმე საკითხი განიხილეს,

ვრცლად
26.12.2016
ზაზა ვაშაყმაძემ კათოლიკე მრევლს ქრისტეშობა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კათოლიკურ ეკლესიას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ საზეიმო მესას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ კათოლიკე მრევლს დღესასწაული მიულოცა, ბედნიერება, სიკეთე და კეთილდღეობა უსურვა მათ.

ვრცლად
26.12.2016
ზაზა ვაშაყმაძემ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ქრისტეშობა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ესტუმრა და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება და სიკეთე უსურვა მათ.

ვრცლად
26.12.2016
ზაზა ვაშაყმაძემ ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ქრისტეშობა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუსთავში ევანგელურ-პროტესტანულ ეკლესას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა, სიხარული და კეთილდღეობა უსურვა მათ.

ვრცლად
26.12.2016
ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ თემს ხანუქა-სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე მიულოცა. ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება.

ვრცლად
25.12.2016
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის დღე

დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს  ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ვრცლად
25.12.2016
იუდეური სამყარო ხანუქას სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობს

იუდეველები ხანუქას - სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ, რომელიც 8 დღეს გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ამ დიდ დღესასწაულს დაკეთილდღეობას, სიკეთეს, სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2016
სახარების რწმენის ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, ჩვენს თანამოქალაქეებს და სიხარულს, კეთილდღეობას, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ვრცლად
25.12.2016
პროტესტანტული ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

მსოფლიოს ყველა პროტესტანტთან ერთად, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და მრევლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ და სიყვარულს, სიკეთეს გისურვებთ.

ვრცლად








View Larger Map