მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კათოლიკურ ეკლესიას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ საზეიმო მესას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ კათოლიკე მრევლს დღესასწაული მიულოცა, ბედნიერება, სიკეთე და კეთილდღეობა უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ესტუმრა და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება და სიკეთე უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუსთავში ევანგელურ-პროტესტანულ ეკლესას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა, სიხარული და კეთილდღეობა უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ თემს ხანუქა-სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე მიულოცა. ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება.
დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
იუდეველები ხანუქას - სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ, რომელიც 8 დღეს გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ამ დიდ დღესასწაულს დაკეთილდღეობას, სიკეთეს, სიხარულს უსურვებს მათ.
25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, ჩვენს თანამოქალაქეებს და სიხარულს, კეთილდღეობას, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
მსოფლიოს ყველა პროტესტანტთან ერთად, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და მრევლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ და სიყვარულს, სიკეთეს გისურვებთ.
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 25 დეკემბერს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიასა და მრევლს, კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.