მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


05.04.2015
ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. 

ვრცლად
05.04.2015
ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.

ვრცლად
03.04.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ებრაელს ფესახის დღესასწაულს ულოცავს

   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ებრაელს  ებრაული კალენდრის ერთ-ერთ უდიდეს  -  ფესახის (პასექის)  დღესასწაულს.

ვრცლად
03.04.2015
მემორანდუმი რელიგიის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტს შორის

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. 

ვრცლად
27.03.2015
ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის ოფიციალური დელეგაცია მიიღო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  საქართველოს მთავრობის  ადმინიატრაციაში  მიიღო თურქეთის დელეგაცია, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა      ადმინისტრაციის უფროსი ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა.

ვრცლად
26.03.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.

კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.  გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.

ვრცლად
25.03.2015
ზაზა ვაშაყმაძე კათოლიკეებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გულითადად ულოცავს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. 

ვრცლად
25.03.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ  ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და მართლმადიდებელ მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს  და უსურვებს მშვიდობასა და კეთილღეობას.

 

ვრცლად
19.03.2015
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს ჯუზეპე პაზოტოს საქართველოს კათოლიკებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ წმ. იოსების (იოსებ დამწინდველის) ხსენების დღეს და გისურვებთ გაძლიერებას, წინსვლასა  და წარმატებას.

რწმენის  თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა ჩვენი საერთო ფასეულობებია.    ათასწლეულების განმავლობაში ეს ღირებულებები წარმართავდა ჩვენს ურთიერთობასა და მეგობრობას,  აყალიბებდა ჩვენს ტრადიციასა და კულტურას. 

ვრცლად








View Larger Map