მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 1 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა - მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული
21-22 სექტემბერს, იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი 14 წლიანი ტყვეობიდან ჯვრის სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნებასა და დიდების ხსენებას ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას..
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ ირანელ სტუმარს, აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანის უმასპინძლა შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯავად ქევამ შაჰიდი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი.
დღეს კათოლიკური ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თბილისის კრიშნას ცნობიერების ტაძრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კორდინატორი, იოსებ კაპანაძე და ლიტვის კრიშნას ცნობიერების ტაძრისა და ლიტვის წმინდა სახელის მონასტრის წინამძღვარი (ლიტვაში მოღვაწე ფინური წარმოშობის ბერი), ანანდა ვარდხანა ესტუმრნენ.
სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან. ლიტველი სტუმარი დაინტერესდა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობით, რელიგიური მრავალფეროვნებისა და
დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს- ყადირ ხუმს აღნიშნავენ, როცა შუამავალმა მუჰამედმა ალი საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.
კათოლიკური ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავენ. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს
თბილისის ჯუმა მეჩეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი