მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


06.10.2017
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და  მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.

ვრცლად
06.10.2017
ეზიდი თემი ჯამაია შიხადს დღესასწაულობს

6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 7 დღის განმავლობაში ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რა დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით,  სულიერად იწმინდებიან.

 

ვრცლად
05.10.2017
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება

ა.წ. 30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა  (5 ოქტომბერი, 2017 წელი)

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.

 

ვრცლად
05.10.2017
იუდეური სამყარო სუქოთის დაწყებას აღნიშნავს

5-12 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
30.09.2017
ებრაული სამყარო იომ-ქიფურს აღნიშნავს

დღეს იუდეველები უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ. ესაა საყოველთაო მიტევების, მარხვის, აღსარებისა და ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულს წარმოადგენს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
29.09.2017
ტრენინგები შსს-ს აკადემიაში რეგიონალური მასშტაბით გრძელდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული სამი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური 

ვრცლად
28.09.2017
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს. ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული კონტიგენტის მეთაურ ჯირი როუსსა და ამავე ჯგუფის დამკვირვებელ იანა კუხმონენს შეხვდა. ჯირი როუსმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოუთხრო 

ვრცლად
27.09.2017
მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს.  გადმოცემის თანახმად, 335 წელს, რომის იმპერატორ კონსტანტინე პირველის დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი აღმართა - აღამაღლა, რომ იგი ყველას ეხილა.

ვრცლად
22.09.2017
შეხვედრა იორდანიის ავქაფის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იორდანიის სამეფოს ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს ამანის ავქაფის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ მაჰმუდ ფატჰი ალზგაიბეას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

ვრცლად








View Larger Map