მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


30.10.2017
ირანის დელეგაციის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში

017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ელჩი კავამ შაჰიდი, ისლამური კულტურის ორგანიზაციის წარმომადგენლები - მანსურ თაჰმასები და ჯელალი ჰეიდარი,  ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ 

ვრცლად
27.10.2017
დღეს თელავში ტრენინგი "ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა" გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული ოთხი სემინარის შემდგომ, სააგენტოს თანამშრომლები კახეთში, ქ.თელავში  იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით - რელიგიური 

ვრცლად
24.10.2017
შეხვედრა ჯონათან ბრენდთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერს ჯონათან ბრენდს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივითა და სურვილით გაიმართა.

ვრცლად
16.10.2017
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია

საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა 

ვრცლად
14.10.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 

ვრცლად
13.10.2017
იუდეური სამყარო „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავს

13-14 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“ - „თორით გამოწვეული სიხარული”, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.

ვრცლად
13.10.2017
ეზიდი თემი "ჯამაია შიხადის" დასრულებას აღნიშნავს

13 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის „ჯამაია შიხადი“ - ეზიდთა განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემი დღეები სრულდება. დღესასწაულის მეშვიდე დღეს მომლოცველები რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ, რა დროსაც, მათი რწმენით,  სულიერად იწმინდებიან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს დღესასწაულს  საქართველოს ეზიდ თემს.

ვრცლად
12.10.2017
საქართველოს ბაპტისტურმა ეკლესიამ 150 წლის იუბილე აღნიშნა

დღეს თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიაში ბაპტიზმის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეზობელი ქვეყნების- უკრაინის, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის ასევე - გერმანული და ა.შ.შ- ს ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ვრცლად
12.10.2017
სუქოთის დღესასწაული დღეს სრულდება

იუდეური სუქოთის დღესასწაული, რომელიც 7 დღის განმავლობაში აღინიშნება და სიმბოლურად  სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს დღეს დასრულდა, სუქოთი ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map