მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული კრების ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჯონი შალამბერიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კოპალიანი და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი (პენსილვანია, აშშ) და შეხვედრის ორგანიზატორი, ორგანიზაციის ადვოკატი მანუჩარ ციმინტია;
11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის, სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე, „ზარზმობა“ იზეიმეს. სახალხო-რელიგიურ დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები დაესწრნენ.
დღეს, 11 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ჯგუფის წევრებმა- რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს სარეკომენდაციო ჯგუფის მიერ შერჩეული ნამუშევრები. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართება.
ჟენევაში, 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს დელეგაციის ანგარიში. ანალოგიური დოკუმენტი საქართველომ პირველად 2010 წელს წარადგინა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა ხათუნა კიკვაძემ (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), ხათუნა სამანაშვილმა (ქ. თბილისის მერია), ლელა წიწუაშვილმა (ეროვნული მუზეუმი), ლერუჟან შამოიანმა (სომხური თემი) და ქეთევან აბაშიძემ (საქართველოს საპატრიარქო) წარმოადგინეს სამუშაო ჯგუფისთვის შერჩეული ორი სკულპტორის სამი ნამუშევარი. საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა. გამოფენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები : რამინ იგიდოვი, იასინ ალიევი, ბეგლარ ქამაშიძე , ებრაული თემიდან- რაბინი ბენსიონ ისრაელაშვილი,
სომხური ეკლესიდან - არქიმანდრიტი რარენ ჰოვჰანისიანი და
მართლმადიდებელი ეკლესის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სერგი ესწრებოდნენ.
8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკთხებში, როგორიცაა:
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის 17 ნამუშევარი.
4 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა და მადლობა გადაუხადა სტუმარს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ ამერიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება სააგენტოს წარმატებული საქმიანობის საწინდარია.