მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, 14 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარცხელია შეხვდნენ: არასამთავრობო ორგნიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ გამგეობის წევრებს დემეტრე ლომაძესა და დალი მგელიაშვილს, „დემოკრატიის ჟანგბადის“ ანალიტიკური ჯგუფის უფროს ბაია კობახიძეს, „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეს, „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე მანანა ბიწაძეს, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ თავმჯდომარის მოადგილე თინათინ მაშანეიშვილსა და პრეს-სპიკერ სანდრო უსტიაშვილს, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავას.
თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი.
დღეს, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღეს მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ამ დღეს მსოფლიოს მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საბჭო ბულგარეთის რესპუბლიკაში უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 6 ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებით: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ბულგარეთის ებრაული თემი (რაბინი პენოვი), კათოლიკური ეკლესია (პეტკო ვალოვი). ევანგელური ეკლესია (ნიკოლაი ნედელჩევი), მუსლიმი თემი (აჰმედ აჰმედოვი) და სომხური ეკლესია (რუპენ კრიკორიანი).
9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეზიდენციაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, საქართველოს საგანგაებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე, ელჩის მრჩევევლი კრასიმირა ვაბრია და რელიგიისა და რწმენის საქმეთა დირექტორატის დირექტორი, ემილ ველინოვი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სააგენტოს დელეგაციასა და პეტრიწონის მონასტრის (ბაჩკოვოს მონასტრის) წინამძღვართან, არქიმანდრიტ სიმონთან და მართლმადიდიებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, კირილესთან. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს გააცნეს მონასტრის დამაარსებელი ტაოელი ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანის ძეთა ისტორია. მათ მადლიერებით აღნიშნეს პეტრიწობის მონასტრის როლი ბულგარეთის კულტურული, რელიგიური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
6 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში. სოფიაში სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიისა და რწმენის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს, ემილ ველინოვს.