მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


27.10.2015
სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში

დღეს, 27 ოქტომბერს, დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი სერგო ფარულავა, სამართლებრივი სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის მენეჯერი მიხეილ სიგუა, შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საჯარო მართვისა და სოციალური გარემოს დეპარატმენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების მრჩეველს რელიგიურ საკითხებში, ბატონ იულიუს რატკუსს. 

ვრცლად
27.10.2015
'რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი'

17-18 ოქტომბერს, ბათუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი". შეხვედრის ფარგლებში სამცხე- ჯავახეთისა და აჭარის ა/რ-ს მუნიციპალიტეტების, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარებს ექსპერტები:

ვრცლად
21.10.2015
დუისში სარიტუალო დამხმარე ნაგებობის გახსნა

 21 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ.

ვრცლად
16.10.2015
მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

15 ოქტომბერს, 13 საათზე  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

ვრცლად
16.10.2015
ჯუმა მეჩეთი, პარასკევის ლოცვა

დღეს, 16 ოქტომბერს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში პარასკევის ლოცვას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძე დასავლეთ საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძესა და ადიგენის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს შეხვდა და საქრთველოს მუსლიმი თემის საჭიროებებსა და პრობლემებზე  ესაუბრა. 

ვრცლად
14.10.2015
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას- „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დღესასწაულს, სიკეთეს, სიხარულს, სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ვრცლად








View Larger Map