მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


21.09.2015
ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიიღო

       21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

ვრცლად
21.09.2015
გილოცავთ ღვთისმშობლობას!

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის  კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ  ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი  მფარველობს.

ვრცლად
17.09.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 
წიგნის სახელწოდებაა -"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე".
"პუბლიკაცია აერთიანებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2014 წლის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლზე - "აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება" მიღებულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საქმეში მოკლედაა გადმოცემული ფაქტები, მხარეთა არგუმენტები და სასამართლოს შეფასება, რაც, როგორც სპეციალისტებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს, საშუალებას აძლევს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები".

ვრცლად
16.09.2015
შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო

შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. 

პრეზენტაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.

ვრცლად
14.09.2015
რელიგიის სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს

სავარაუდოდ, ახალი საეკლესიო წელიწადის - ინდიქტიონის  ათვლა 14 სექტემბრიდან (ახალი სტილით) პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამ დღეს , ძველი სტილით 1 სექტემბერს , ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემს ზედა, რომლისათვის მცხო მე.... ქადაგებად წელიწადი უფლისა შემწყნარებელი“ .

ვრცლად
14.09.2015
ჯვართამაღლებას ვულოცავთ კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს

დღეს კათოლიკეები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და  საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
14.09.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს ებრაელებს როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

დღეს  იუდეური სამყარო  როშ-ჰაშანას აღნიშვნას იწყებს,  როშ-ჰაშანის უქმით იწყება ებრაული წელიწადი - ეს არის განვლილ წელიწადზე სულიერი ანგარიშის დღეები, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს და ბედნიერი დღესასწაულის დღეებს უსურვებს მათ.


 

ვრცლად
13.09.2015
სომხეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

სომხეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს სომხურ მართლმადიდებელ ეკლესიას,  მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
08.09.2015
სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აზერ ჰუსეინოვს შეხვდა. 

ვრცლად








View Larger Map