მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


16.12.2015
შეხვედრა კულტურის სამინისტროში

დღეს, კულტურის სამინისტროში,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარს შეხვდა.  საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კულტურის სფეროში, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები რელიგიურ-კულტურული მიმართულებებით.

ვრცლად
14.12.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.   მან მიმოიხილა ადამიანის რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. 

ვრცლად
10.12.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ.
ვრცლად
10.12.2015
შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ინიციატივით შედგა, სტუმრები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობასა და მის ამოცანებს.

ვრცლად
09.12.2015
ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვსა და შიიტური საბჭოს ( შურის) წევრებთან

  მიმდინარე წლის 8 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  - ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვსა და შიიტური საბჭოს ( შურის) წევრებს.

ვრცლად
08.12.2015
წლევანდელი წელი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საგანგებო საიუბილეო წლად გამოაცხადა

1965 წელს გამართული ვატიკანის ბოლო, მეორე საეკლესიო კრებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, წლევანდელი წელი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საგანგებო საიუბილეო წლად გამოაცხადა. ტრადიციულად, საიუბილეო წელს, რომელსაც კათოლიკეები „წმინდა წელს“ უწოდებენ, „გულმოწყალების კარი“ იხსნება და მძიმე ცოდვათა მიტევება ხდება.

ვრცლად
08.12.2015
კათოლიკური ეკლესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „გულმოწყალების კარს“ ხსნის

კათოლიკური ეკლესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „გულმოწყალების კარს“ ხსნის. რუსთავში „გულმოწყალების კარი“ იმ ადგილას გახსნა, სადაც კათოლიკეები ტაძრის აშენებას გეგმავენ. 7 დეკემბერს, რუსთავში შეკრებილ მრევლს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეუერთდა და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. 

ვრცლად
07.12.2015
ზაზა ვაშაყმაძემ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. 

ვრცლად
07.12.2015
ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში"

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით სახელმწიფო ადმინისტრაციაში  5-6 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგის მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ. 

ვრცლად








View Larger Map