მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს კათოლიკეები უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს აღნიშნავენ.. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს, წარმატებებს, სიხარულსა და სიკეთეს უსურვებს მათ.
4 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს დუისის მეჩეთის მიმდებარე სარიტუალო შენობა, რომლის რეკონსტრუქციაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით ხორციელდება.
3 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს - ჯორჯ ფსიახასის.
სტუმარმა ზაზა ვაშაყმაძეს გააცნო ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში ათენში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის - „ პლურალიზმი და რელიგიური ტოლერანტობა“, შესახებ და გადასცა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა ამ ღონისძიებაზე.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსა და საახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანთა რელიგიური უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, სააგენტოსა და სახალხო დამცველს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
1 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მდებარე იუსტიციის სახლში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ალავერდელი ეპისკოპოსი ამბა დავითი, შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანიკსელებს 2015 წლის 1გვისტოს მთელი დღის განმავლობაში, სოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურნენ.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. რწმენის თავისუფლება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის განხორციელება პენიტენციარული სისტემისა და საზოგადოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.
31 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, პროტესტანტული, იუდეველი, და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
28 ივლისს თბილისის იეზიდთა ტაძარში გაიმართა ყოველკვირეული ღვთისმსახურება, საღამოს ლოცვა - დუა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე- ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.