მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. რწმენის თავისუფლება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის განხორციელება პენიტენციარული სისტემისა და საზოგადოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.
31 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, პროტესტანტული, იუდეველი, და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
28 ივლისს თბილისის იეზიდთა ტაძარში გაიმართა ყოველკვირეული ღვთისმსახურება, საღამოს ლოცვა - დუა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე- ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.
28 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის ბეტინა კადენბახის შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მესამე სხდომა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა. ცენტრის სამუშაო ჯგუფმა განიხილა რამდენიმე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ შექმნის შესახებ, მცირეოდენი შენიშვნებით დაამტკიცა ცენტრის დებულება, ცენტრის მმართველი ორგანოს - საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და აირჩია მდივანი. ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ცენტრის სამუშაო მიმართულებები და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რელიგიის სფეროს კვლევითსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა შემდეგი სამუშაო მიმართულებები:
დღეს, 24 ივლისს, თბილისის ჯუმა მეჩეთში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.
ლოცვისწინა ქადაგება ქართულ ენაზე შეასრულა წალკის მუფტმა ჯემალ ადაძემ. ლოცვა აღავლინა და ლოცვის ქადაგება შეასრულა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა იასინ ალიევმა. დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ მოინახულა მეჩეთის ქვემოთ მდებარე ოთახები, რომელიც მუსლიმთა სამმართველომ სახელმწიფოსგან გადაცემული თანხით გაარემონტა.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყუმის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ისლამური ფილოსოფიის ფაკულტეტისა და თეირანის უნივეერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფკულტეტის მაგისტრანტს, ქამრან მამედოვს.
30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.
რამაზანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლის და წინასწარმეტყველის მისია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს ამ დიდ დღესასწაულს და მშვიდობას, სიხარულს, წარმატებებს უსურვებს მათ.
15 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ცენტრის დებულების პროექტი, იმსჯელეს ცენტრის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის წესის, მმართველობისა და უფლებამოსილებების შესახებ. მცირეოდენი შენიშვნებით სხდომამ ცენტრის დებულება მოიწონა და დაამტკიცა. აღინიშნა, რომ ცენტრის საქმიანობა ძირითადად თითოეულ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად წარიმართება, ზოგიერთი პროგრამა კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც განხორციელდება.