მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


20.05.2015
ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევს შეხვდა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევს შეხვდა. თავმჯდომარემ სტუმარს  სააგენტოს საქმიანობა გააცნო და დაინტერესდა ბულგარეთში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურის ამოცანებით. ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიიღო „კანონი აღმსარებლობის შესახებ“, ხოლო რელიგიის სააგენტოს ანალოგიური სტრუქტურაა აღმსარებლობის დირექცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. 

ვრცლად
15.05.2015
სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

 დღეს, 15 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა  საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან.   შეხვედრას ესწრებოდნენ:  მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,     სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი  შიო ( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა ეპარქიის ეპისკოპოსი - ვაზგენ მირზახანიანი,   საქართველოს მუფტი -  ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი -  რახამინ მურდუხაშვილი,  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი - ჰანს იოჰან კიდერლენი,  ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური აკაკი (ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე - დიმიტრი ფირბარი.

ვრცლად
15.05.2015
რელიგიის სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს დღესასწაულებს ულოცავს

მსოფლიოს ისლამური სამყარო 15 და 16 მაისს მნიშვნელოვან დღესასწაულებს:  მიღრაჯის ღამეს-  მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას და მაბასის დღესასწაულს აღნიშნავს. მიღრაჯის ღამე შუამავლის ერთერთი უდიდესი სასწაულია, რომლის შემდეგ  მუჰამედმა მუსლიმებს  დიდი საჩუქარი- ხუთგზის ლოცვა-ნამაზი უბოძა. მაბასი- მუჰამედის  წინასწარმეტყველად დანიშვნის დღეა.

 

ვრცლად
14.05.2015
ამაღლების დღესასწაულს ვულოცავთ საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს. „მაცხოვრის ამაღლება სიყვარულითა და იმედით ავსებს მორწმუნეთა გულებს.  სწორედ იმედის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის.“

ვრცლად
14.05.2015
ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის მრევლს და იმედს, რწმენას, სიყვარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
14.05.2015
ზაზა ვაშაყმაძემ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიიღო

 დღეს, 14 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ  მიიღო სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი   წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და თბილისის სუბ-გევორქის სახელობის ეკლესიის  რეკონსტრუქციიის  ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე  რუბენ ვარდანიანი.

ვრცლად
13.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  დღეს, 13 მაისს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის ტექსტს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

ვრცლად
07.05.2015
საქველმოქმედო აქცია პანკისში

გუშინ, 6 მაისს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და გერმანული ორგანიზაცია: მისია ფრიდენსბოტე.ი.ვი-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები პანკისის ხეობას ეწვივნენ. 

ვრცლად
07.05.2015
შეხევედრა აიათოლა ალი ალ- სისტანის წარმომადგენელთან

დღეს, 7 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გელა კვარაცხელია სააგენტოში, ერაყელი შიიტების სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ალ- სისტანის წარმომადგენელს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, მუჰამედ სადიგ დესოხს შეხვდნენ. „საქართველოში ნამდვილი დემოკრატია და რელიგიური თავისუფლებაა. ბევრი ქვეყანა მომივლია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსად, მთელს მსოფლიოში, ისე არაა დაცული მუსლიმთა უფლებები, როგორც საქართველოში. აქამდე მეგონა, ყველაზე მისაბაძი ქვეყანა, ამ მხრივ, ლიბანი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას საქართველო სჯობნის“- განაცხადა სტუმარმა. მისი თქმით, საქართველოში მუსლიმები ყველა დონეზე არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია.

ვრცლად








View Larger Map