მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს.
27 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, დასავლეთ საქართველოს სამუფთოს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდნენ: გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი იოსებ ნაგლაძე და სააგენტოს აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე.
ქრისტეშობის დღესასწაულს ვულოცავთ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ ბრწყინვალე დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
შობა უდიდესი სიხარულის, სიკეთის, განახლებისა და გაძლიერების დღესასწაულია, კვლავაც დიდი სიყვარულითა და რწმენით გევლოთ ამ გზაზე.
თქვენო უწმიდესობავ,
გილოცავთ აღსაყდრების 37-ე წლისთავს.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერის ისტორიასა და დღევადელობაში. ჩვენი ძლიერება ჩვენს რწმენაში, ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია და ამ ერთობაში განუზომლად დიდია პირადად თქვენი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლის, ღვაწლი.
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ - სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, მუსლიმთა და ებრაელთა თემებმა სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღო. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნული კონფესიების ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა:
გილოცავთ აიდა იეზიდის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმატებას, მშვიდობასა და გაძლიერებას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს-საქართველოს საკეთილდღეოდ.
18 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციას შეასრულებს.
17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა. კომისიამ განიხილა ორი რელიგიური ორგანიზაციის - მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წინადადება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს, 16 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საპაპო საბჭოს პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი და მისი თანმხლების პირები: ვატიკანის საპაპო საბჭოს ოფიცერი ჰიასინტე დესტიველე, წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი და ლათინ კათოლიკეთა ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.