მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 2015 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძეს და თურქეთის ელჩს - ლევენთ გუმრუქჩუს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა სააგენტოს გასული წლის ანგარიშის წარმატებით ჩატარებული პრეზენტაცია და არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, სააგენტოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი როლი და მოკლე პერიოდში მიღწეული წინსვლა რელიგიურ სფეროში არსებული პრობლემატიკის მოსაგვარებლად.
2015 წლის 24 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ უმასპინძლა ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას, ადამიანის უფლებების და ეფექტური მმართველობის ატაშეს, ევა პასტრანას ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღეს, 28 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის - ალბერტე ნისერის შეხვედრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მუსლიმური ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის.
ასევე, თვის ბოლომდე მოხდება შესყიდვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.
08 იანვარი 2015
5 და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ბათუმსა და თბილისში საზეიმოდ აღნიშნა წმიდა მუჰამედ და ისა (იესო) შუამავლების მოვლინების დღე. თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარიმ:
„მინდა მოგილოცოთ ორი ღირსეული წინასწარმეტყველის, მუჰამედისა და იესო ქრისტეს დაბადების დღეები. მიმაჩნია, რომ ეს დიდებული ცერემონია ოფიციალურია და ამავე დროს სასიკეთოა. ოფიციალურია, რადგან ესწრება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და ასევე საქართველოში სუნიტ მუსლიმთა მუფტი იასინ ალიევი; და სასიკეთოა ამ ორი დალოცვილი წინასწარმეტყველის დაბადების დღეების გამო.
5 და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ბათუმსა და თბილისში წმიდა მუჰამედ და ისა (იესო) შუამავლების მოვლინების დღე საზეიმოდ აღნიშნა.
თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სხვა ხელმძღვანელი პირები, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აბას თალებიფარი, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუფტი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, სრულიად საქართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევი, სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ჰაჯი ადამ შანთაძე და სხვა მუსლიმი სასულიერო ლიდერები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოსა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.
თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ შობისა და ნათლიღების ბრწყინვალე დღესასწაულებს.