მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ.
რელიგიის სააგენტო მეხუთე წელია, ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, დაიბეჭდა კედლისა და სამაგიდო კალენდრები, რომლებშიც, ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები. უკვე მეორედ, გამოიცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის
რისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე უძღვებოდა.
დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ზეიმობს ქრისტეშობას - ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, საქართველოში მცხოვრებ მოლოკნებს ქრისტეშობის დღესასწაულს და სიკეთეს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას,განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. დილით სუბ გევორქის თბილისის ტაძარში წმინდა წირვა აღევლინა, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდა - ხალხური ტრადიციისამებრ, შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.
კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს დღესასწაულს, სიკეთესა და სიხარულს
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას - ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების - კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის - სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.