მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
დღეს, 31 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ებრაელთა თემის წარმომადგენლები.
30-31 მაისს იუდეველები შავუოთს - სინაის მთაზე თორის მიღებას ზეიმობენ. შავუოთი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს და წარმატებას,
27 მაისს მუსლიმები რამაზნის - მარხვის თვის დაწყებას აღნიშნავენ. რამაზნის მარხვაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობს ყველა მუსლიმი, რაც საკვებზე უარის თქმის გარდა, ღვთის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს
დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.
სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ სიტყვების მერე ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური რუკების პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები დაესწრნენ.
დღეს 19 მაისს ქალაქ თბილისის მერიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:
მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი