მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს მუსლიმური სამყარო ბარათის ღამეს - ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს. ბარათის ღამე ყოველი მორწმუნე მუსლიმისთვის ცოდვებისგან განდგომას, ღვთის შეწევნასა და პატიებას გულისხმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმურ თემს ულოცავს დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს,6 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდი ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის ხსენებას -აღსრულების დღეს აღნიშნავს.
26 აპრილს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური 2017 წლის ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებთან და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერ შეიხ - ისლამ ჰაჯი ალლაჰშუქურ ფაშაზადესა და დელეგაციის სხვა წევრებთან.
მსოფლიოს ისლამური სამყარო 23 აპრილს მიღრაჯის ღამეს - მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მუჰამედ შუამავლის ცად ამაღლების ღამეს და სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
რულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, შუამავლის მუჰამედის დაბადების 1446-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“, გაიმართა პირველი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვეობა და ისლამი“. ღონისძიებას საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, ბაქოს ცენტრალური მეჩეთის წინამძღოლი ილგარ იბრაჰიმოღლი,
აიდა სარსალე - ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად არის ახალი წლის დღესასწაული, რომელსაც სხვანაირად ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულს უწოდებენ. აიდა სარსალე უძველესი დღესასწაულია და სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეს აყვავების, ცხოვრების განახლების ზეიმია. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას, ხოლო ყოველ ოჯახში, სამყაროს
16 აპრილს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.