მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


10.11.2016
შეხვედრა ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩთან

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო ახლად დანიშნულ ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლობის დაგეგმვა.

            10  ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა  ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  საქართველოში იანის ზლამეტისს.

ვრცლად
07.11.2016
სამუშაო შეხვედრა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან

დღეს, 7 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და  ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის რაიან კოენიგის სამუშაო შეხვედრ

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის გამართვის საკითხები, კერძოდ, განსაზღვრეს კონფერენციის ფორმატი, განსახილველი 

ვრცლად
04.11.2016
მოხეს კომისიის სხდომა

3 ნოემბერს, ახალციხეში „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და მუსლიმ თემს პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი შესთავაზეს:

 

ვრცლად
02.11.2016
ყველა წმინდანის დღე

დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
02.11.2016
საქველმოქმედო აქცია საჩხერეში

გუშინ პირველ ნოემბერს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საჩხერეში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები საჩხერეს ესტუმრნენ და 

ვრცლად
01.11.2016
პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს.

პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება  რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. 

ვრცლად
31.10.2016
საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების ტაძარში გოვარდჰანა ჯუპას დღესასწაული აღნიშნეს

30 ოქტომბერს საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების ტაძარში   კრიშნას მიმდევრებმა გოვარდჰანა პუჯას დღესასწაული აღნიშნეს და ლოცვები აღუვლინეს კრიშნას. 

ვრცლად
27.10.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ქევანიშვილი. სათათბიროში გაერთიანებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა  მოისმინეს სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის  ინფორმაცია
ვრცლად
26.10.2016
შეხვედრა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  სამუშაო შეხვედრაზე  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  და საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა  ოფიცერმა  რაიან კოენიგმა   განიხილეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება,   კონფესიებთან თანამშრომლობის, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ სფეროში ჯერ კიდევ  გადასაწყვეტი საკითხების  დეტალები. 

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს დაწვრილებით გააცნო  ყველა მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მუშაობა  და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც  საქართველოს მთავრობამ და სააგენტომ    2016 წელს მიიღეს. ისაუბრეს, აგრეთვე, ამერიკის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესახებაც.

            რაიან კოენიგმა აღნიშნა, რომ მის მიერ  რელიგიურ ორგანიზაციებთან დღემდე გამართული შეხვედრების შედეგად შეუძლია  დაასკვნას, რომ კონფესიებსა და სააგენტოს  შორის თანამშრომლობა ნაყოფიერია და  ამ სტრუქტურის შექმნით რელიგიური ორგანიზაციების  ურთიერთობა   სახელმწიფოსთან გამარტივდა. 

            პოლიტიკურმა ოფიცერმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსამზადებლად სააგენტოს თავმჯდომარეს სთხოვა   შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.  ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს შესთავაზა,   ასეთივე ინფორმაცია მიიღოს რელიგიური ორგანიზაციებისაგანაც.

            შეხვედრაზე ისაუბრეს,აგრეთვე,   რელიგიის საკითხებზე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის   გამართვის   შესახებაც. 

ვრცლად








View Larger Map