მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


26.05.2016
დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს.

დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს. არაერთი თაობისთვის  ამ თარიღს  მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. უკვე მეოთხედი საუკუნეა, 26 მაისი ჩვენი სახელმწიფოსათვის რეალური შინაარსით შეივსო.  და თუმცა, დღევანდელ ზეიმს XXI საუკუნის „ბერლინის კედლის“ მიღმა დარჩენილ  საქართველოზე წუხილი ახლავს, ის მაინც  იმედით გვავსებს და გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა  მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს უმთავრეს მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, რის გარეშეც ამაო და უპერსპექტივოა ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული  ყველა მცდელობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენო!

 

ვრცლად
26.05.2016
კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას  (Corpus Christi)  ზეიმობს,  ესაა მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. 

ვრცლად
26.05.2016
დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ

დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის -  პასექიდან  ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღესასწაულს, სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

 

ვრცლად
24.05.2016
წმ. გაიანეს ხსენების დღე

დღეს სომეხთა სამოციქულო   მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.

ვრცლად
19.05.2016
საპარლამენტო მოსმენა

დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა. 

ვრცლად
17.05.2016
შეხვედრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  პასკალ მონიეს შეხვედრა.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს  მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.

 

ვრცლად
15.05.2016
დღეს საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელი და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ

დღეს  საქართველოს კათოლიკე, სომეხთა  მართლმადიდებელი  და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა, რითაც მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და სასწაულებზე ექადაგათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე  გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს,  წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.

ვრცლად
13.05.2016
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან

დღეს, 13 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს აიათოლა შაჰრისტანი. დელეგაცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება საქართველოში.

ვრცლად
13.05.2016
აიათოლა სისტანის წარმომადგენელი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი 12 მაისს მარნეულში მეჩეთის გახსნას დაესწრო

აიათოლა სისტანის წარმომადგენელი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი 12  მაისს მარნეულში მეჩეთის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. იმავე დღეს  გაიხსნა თვალის კლინიკაც, რომელიც აიათოლას ფინანსერი მხარდაჭერით აშენდა და საფუძველი ჩაეყარა ბაგა-ბაღის მშენებლობასაც.

ვრცლად








View Larger Map