მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნება დიდება.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.
დღეს კათოლიკეები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების სიმბოლოა ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს, წარმატებებს და სიკეთეს უსურვებს მათ.
12-15 სექტემბერს, მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული აღინიშნება. იგი ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება და მისი მთავარი არსი ქველმოქმედებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაშია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს და წარატებებს, სიკეთეს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.
დღეს 8 სექტემბერს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას- ღვთისმშობლობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს ამ დღესასწაულს და სიკეთეს უსურვებს მათ.
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს.
დღეს, 1 სექტემბერს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ხელვაჩაურს ეწვივნენ, სადაც ზემო აჭარიდან ჩამოსახლებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. უნივერსიტეტის რექტორს, დავით ქაშამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად ეწვია.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!
დღეს, 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ევანგელურ-პროტესტანტული,საქართველოს მართმადიდებელი და მუსლიმური თემის წარმომადგენლები.