მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა საქართველოში რელიგიურ თემებთან დაკავშირებული საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
19 ივნისს მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობას - სულიწმიდის გარდამოსვლას ზეიმობენ. ეს დღე ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშნად, ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
19 ივნისს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიანთა-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას - სულიწმიდის გარდამოსვლას ზეიმობენ. სულთმოფენობა თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთაგანია და ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ დღესასწაულს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
12-13 ივნისს იუდეველთა თემი შავუოთს - თორის მიღებას დღესასწაულობს. ებრაელთათვის სინაის მთაზე თორის მიღება წარმოადგენს ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების საბოლოო დაგვირგვინებას. თორამ მისცა მათ პატიოსნების, მორალისა და სამართლიანობის მცნებები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს იუდეველებს, განსაკუთრებით, ქართველ ებრაელებს შავუოთის დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს საქართველოს ეზიდთა თემი „ტავაფა ეზიდს“ - თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს, მშვიდობას, წარმატებებს, კეთილდღეობასა და წინსვლას უსურვებს მათ.
საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით მყოფი რუმინეთის დელეგაცია, რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივნის, ვიქტორ ოპასკის ხელმძღვანელობით, 9 ივნისს ცნობილი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის მშობლიურ კუთხეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს ეწვია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს, ყველა მართლმადიდებელს. ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, უფლის მფარველობას და გაძლიერებას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!