მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა.
დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პასკალ მონიეს შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.
დღეს საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელი და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა, რითაც მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და სასწაულებზე ექადაგათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.
დღეს, 13 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს აიათოლა შაჰრისტანი. დელეგაცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება საქართველოში.
აიათოლა სისტანის წარმომადგენელი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი 12 მაისს მარნეულში მეჩეთის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. იმავე დღეს გაიხსნა თვალის კლინიკაც, რომელიც აიათოლას ფინანსერი მხარდაჭერით აშენდა და საფუძველი ჩაეყარა ბაგა-ბაღის მშენებლობასაც.
დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი იყო. ქრისტეს პირველმა მოციქულმა პირველად დიდაჭარაში იქადაგა, შემდგომ მესხეთში, კლარჯეთში, აწყურში, არტანუჯში, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ქართლში, სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში.
საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით, იმყოფება აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი, აიათოლა სისტანის წარმომადგენელი და ისლამურ სამყაროში ცნობილი რელიგიური ლიდერი. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ,გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
7 და 8 მაისს ანაკლიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებმა.