მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


24.06.2017
კათოლიკური სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობას ზეიმობს

დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდაი ოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
16.06.2017
ღონისძიება ჯუმა მეჩეთში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ესტუმრა და ყადირის ღამესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, შეიხის მოწვევით ჩამოსული სტუმრები: ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მოჟდაბა ქამრანფარდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი და შიიტი სტუმრები.

ვრცლად
16.06.2017
ზაზა ვაშაყმაძემ ვანის ძველი სინაგოგა მოინახულა

რეფორმების, მათ შორის, საკულტო შენობა-ნაგებობების სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება, ამ მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ედუარდ პალაგაშვილი და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ვანის რაიონში იმყოფებოდნენ.

ვრცლად
15.06.2017
ყადირის ღამე

მუსლიმური სამყაროს შიიტური ნაწილი ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  ულოცავს ამ დღეს   მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.

ვრცლად
15.06.2017
კათოლიკური ეკლესია ევქარისტიის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს კათოლიკური სამყარო და საქართველოში მცხოვრები ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი ევქარისტიის - ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. ევქარისტიის საიდუმლო აღასრულა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როცა პური და ღვინო თავის ხორცად და სისხლად გარდაქმნა, აზიარა მოწაფენი და მცნებად მისცა, აღესრულებინათ ეს საიდუმლო მის მოსახსენებლად.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს!

ვრცლად
12.06.2017
ზაზა ვაშაყმაძემ ეზიდებს "ტავაფა ეზიდი" ტაძრის დღესასწაული მიულოცა

11 ივნისს საქართველოს ეზიდებმა „ტავაფა ეზიდ“ - თბილისის ეზიდების ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად ტაძრის სახურავზე ბაღდადის შეცვლით დასრულდა.

ვრცლად
07.06.2017
თურქეთის ელჩის ვიზიტი სააგენტოში

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს მორიგი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ, რელიგიის

ვრცლად
04.06.2017
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს

საქართველოს ყველა ტაძარი დღეს ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო. რელიგიის 

ვრცლად
04.06.2017
ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს

ღეს ყველა ქრისტიანული ტაძარი მწვანით იმოსება - ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

ვრცლად








View Larger Map