მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


01.09.2017
2017-20 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის წარდგენა

2017 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო  ინტეგრაციის კომიტეტის 2017-20 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია შედგა სასტუმრო „ქორთიართ-მერიოტში“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო

ვრცლად
01.09.2017
მუსლიმი თემი ყურბან-ბაირამს ზეიმობს

1-4 სექტემბერს მუსლიმი თემი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან - ბაირამს აღნიშნავს. მუსლიმთა დღესასწაული ეძღვნება იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად შეწირვას. ღმერთისადმი ერთგულების გამო უზენაესმა იბრაჰიმს მსხვერპლი კრავით შეუჩვალა.

დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე

ვრცლად
31.08.2017
შსს-ს აკადემიაში ტრენინგები გრძელდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან

ვრცლად
28.08.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

დღეს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს 

ვრცლად
19.08.2017
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ფერიცვალებას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან  ერთ-ერთს - ფერიცვალებას აღნიშნავს. 

ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტემ  თავის მოწაფეებთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. 

ვრცლად
19.08.2017
დღეს ბაპტისტი და მოლოკანი ქრისტიანები ფერიცვალებას აღნიშნავენ

დღეს ბაპტისტი და მილოკანი ქრისტიანები ფერიცვალებას აღნიშნავენ. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტე თავის სამ მოწაფესთან - პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად.

მაცხოვრის ლოცვისას დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ.  გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ.

 

ვრცლად
15.08.2017
კათოლიკური სამყარო ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს

დღეს მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათლიკეს, ქართველ კათოლიკეებს ამ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
09.08.2017
ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ. ზაზა ვაშაყმაძემ დაათვალიერა მეორე ქესალოში მდებარე, მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული კომპლექსი - მეჩეთი და მედრესე, სადაც ამ დროისთვის  60 მოწაფე სწავლობს.

ვრცლად
04.08.2017
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა

დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა დასაქართველოს ებრაელთა კავშირის  წარმომადგენლები. 

ვრცლად








View Larger Map