მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ისრაელის მთავარი რაბინი შმუელ რაბინოვიჩი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას იერუსალიმში, გოდების კედელთან შეხვდა, სადაც ქართველი და ებრაელი ერებისა და სახელმწიფოების ერთობისთვის სპეციალური ლოცვა აღავლინა. მთავარმა რაბინმა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს საჩუქრად ქართული ანბანით შესრულებული ებრაული ლოცვანის ერთ-ერთი ასლი გადასცა. შემდგომ კი, სტუმრებისადმი
ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ქრისტიანულ საქმეთა დეპარტამენტის უფროს კურატორს, იოში ჰირშლერს შეხვდნენ.
ზაზა ვაშაყმაძე, მასპინძელი მხარისთვის საქართველოში რელიგიის თავისუფლების
დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს.
გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. 5 ივნისს, საქართველოს დელეგაცია ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიო ებრაელთა და მსოფლიო რელიგიების საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს, აკივა თორის, ამავე ბიუროს მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორს, შარონ რეგევისა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს
3 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელში. პირველი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-აზიის დეპარტამენტის დირექტორ რაფაელ ჰარპაზისთან შედგა. სააგენტოს თავმჯდომარემ რაფაელჰარპაზის გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი ფუნქცია და ამოცანები, მთავრობის საქმიანობა რელიგიური მრავალფეროვნების პირობებში და
დამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო ტრენინგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
დღეს, 29 ივნისს, კათოლიკური ეკლესია პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - კერძოდ: მეოთხე წელია, სახელმწიფო აფინანსებს მუსლიმ თემსა და კიდევ რამდენიმე რელიგიურ
დღეს, 30 დღიანი მარხვის შემდეგ, მუსლიმები რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.