მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


03.08.2017
კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“

ღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს ეზიდთა თემი „როჟა ფარმანა შანგალე“-ს - შანგალის ეზიდთა გენოციდის დღეს (გლოვის დღეს) აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში შედგა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით მოწყობილი კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“, რომელიც 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში დაწყებული 

ვრცლად
02.08.2017
წმ. ილია მართლის ხსენების დღე

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართლის ხსენებას, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღესა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ვრცლად
26.07.2017
რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში

25 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პროექტის - „რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერები.

ვრცლად
20.07.2017
დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“

დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლის, დავუდ ზარეს წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „საჭიროდ 

ვრცლად
13.07.2017
შეხვედრა ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებთან

ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ქალაქ გერცელიაში შეხვდნენ ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებს: რაბინი ცხაკ მოძღვრიშვილს, რაბინ შაბთაი მიხელაშვილს, რაბინ აარონ ელაშვილს, რაბინ ბენციონ მიხელაშვილს, რაბინ რაფაელ ჩიკვაშვილს დაქართველ- ებრაელ რაბინთა გაერთიანების თავმჯდომარე სბატონ თამაზ სეფიაშვილს.

ვრცლად
13.07.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენებასა და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13 ივლის სსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. 13 ივლისი სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს.

ვრცლად
12.07.2017
შეხვედრა იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქთან

ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილე III შეხვდნენ. მისმა უწმინდესობამ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, საქართველოს უძველესი ქრისტიანული ისტორიისა და შემწყნარებლობის კულტურის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა და ვრცლად ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ერების ერთიანობის შესახებ

       

ვრცლად
12.07.2017
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს  როგორც „თავთა მოციქულთა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს პეტრე-პავლობსი დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
11.07.2017
ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს არაებრაული რელიგიების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ - იაკოვ სალამესთან ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ისრაელი ის ქვეყანაა, სადაც რელიგიის თემა განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა მიწა რელიგიათა სამშობლოა და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს იქ წმინდა ადგილები აქვთ

ვრცლად








View Larger Map