მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


05.05.2016
6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდანის - გიორგი კაპადოკიელის ხსენებას აღნიშნავს.

6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი დიდი ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მთავარმოწამე გიორგი ქართველთათვის გამორჩეული წმინდანია, როგორც ამბობენ, საქართველოში წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო არსებობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.

ვრცლად
05.05.2016
შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე   საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს  ბორის სილევიჩსა    და  კერსტინ ლუნდგრენს    შეხვდა.

            სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს საქმიანობითა და სახელმწიფოს რელიგიის  პოლიტიკით.

            სააგენტოს თავმჯდომარემ  სტუმრებს გააცნო   ორი წლის განმავლობაში    გაწეული საქმიანობა, ყველა ის ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. აგრეთვე                      საქართველოს მთავრობის მიერ რელიგიის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

             შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  რელიგიურ ორგანიზაციებთან    თანამშრომლობის, ინტერრელიგიურ ფორმატში მიღებულ გადაწყვეტილებების, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო  და   სხვა საინტერესო  საკითხებთან  დაკავშირებით.

       

ვრცლად
05.05.2016
ქრისტიანთა ნაწილი დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული და სომეხთა სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიები დღეს ამაღლებას -  აღდგომიდან მეორმოცე დღეს,  მოწაფეთა თვალწინ ქრისტეს ზეცად ამაღლებას  აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიასა და მათ მრევლს დღესასწაულს და წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

 

 

ვრცლად
05.05.2016
მუსლიმები დღეს მაბასს დღესასწაულობენ

მუსლიმები დღეს მაბასის დღესასწაულს - სიბრძნის, სულიერი და მორალური ძლიერების დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მაბასის დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ 

ვრცლად
03.05.2016
მსოფლიოს ისლამური სამყარო დღეს, 3 მაისს, მიღრაჯის ღამეს აღნიშნავს

მსოფლიოს ისლამური სამყარო დღეს,  3 მაისს, მიღრაჯის ღამეს -  მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს  მუჰამედ  შუამავლის ცად ამაღლების ღამეს და სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

ვრცლად
01.05.2016
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ყველა  ქრისტიანისთვის უდიდესი  დღესასწაულია - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.  უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, მშვიდობა და სიხარული მის ყოველ მკვიდრს.

 

ვრცლად
01.05.2016
დღეს ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიან-მოლოკანთა თემი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ ევანგელურ-ბაპტისტური,  ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიან-მოლოკანთა თემი. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს,  გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.

 

 

ვრცლად
28.04.2016
შეხვედრა პოლონეთის ელჩის მრჩეველთან

28 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და პოლიტიკურ საკითხებში პოლონეთის ელჩის მრჩევლის ბართლომიჯ გათარზის შეხვედრა. 

ვრცლად
26.04.2016
შეხვედრა მარნეულში

გუშინ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ალი ხამნეის წარმომადგენელთან, სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადისთან ერთად, მარნეულს ეწვია. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ჩამოსული ირანელი სტუმარი გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის, იმამ ალის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. 

ვრცლად








View Larger Map