მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 კათოლიკური ეკლესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „გულმოწყალების კარს“ ხსნის. რუსთავში „გულმოწყალების კარი“ იმ ადგილას გახსნა, სადაც კათოლიკეები ტაძრის აშენებას გეგმავენ. 7 დეკემბერს, რუსთავში შეკრებილ მრევლს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეუერთდა და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით სახელმწიფო ადმინისტრაციაში 5-6 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგის მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.
ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას იწყებს. ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური ბათუმის სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღეს მართლმადიდებლური სამყარო 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სულის სიმტკიცეს, სიკეთესა და გახარებას გისურვებთ.
დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზელიმხან წუწაშვილს, გამგეობის წევრს, ხასო ხანგოშვილსა და პანკისის ხეობის იმამს, ბექხან ფარეულიძეს შეხვდა.
დღეს, 3 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია თურქ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს.
2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე სხდომა, რომელსაც მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილულ იქნა მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის საკითხები.