მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიკეთეს უსურვებს მათ.
დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენება, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანი გახდა. გულითადად გილოცავთ ამ დღეს და სულის
დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა სამების - მამის, ძის და სულიწმინდის დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი!
ზუსტად საუკუნე გვაშორებს იმ 26 მაისს, როცა თაობათა ოცნება ახდა და საქართველომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის შენება დაიწყო. და თუმცა, მაშინ ჩვენმა თავისუფლებამ სამი წელიც ვერ გასტანა, ეს დღე იყო იმედი იმ ადამიანებისთვის და მათი
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს და ყველა იუდეველს შავუოთის - თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს. სინას მთაზე თორის მიღება ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა, რომელმაც მათ მორალისა და სამართლიანობის მცნებები მისცა. რელიგიის სააგენტო გილოცავთ შავუოთს, რომელიც წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას დღესასწაულობს. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.