მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


04.04.2018
შეხვედრა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა.

ვრცლად
03.04.2018
შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

ვრცლად
02.04.2018
შეხვედრები სტამბოლის მუფტთან და ისლამური კულტურის ცენტრში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და სტამბოლის ბეიოღლუს ვაჟთა  სასულიერო სკოლა- ლიცეუმს ეწვია.

ვრცლად
02.04.2018
შეხვედრები თურქეთის პარლამენტში

თურქეთის მეჯლისის (პარლამენტი) შენობაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ იიმაიასთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ჰუსეინ შაჰინთან.  

ვრცლად
01.04.2018
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და აღდგომის წინა კვირას იდღესასწაულება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, სულის სიმშვიდესა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
01.04.2018
სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს  სრულიად  სომეხთა სამოციქულო  წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია  ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და  ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვრცლად
01.04.2018
კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღესასწაულობს

დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს კათოლიკური ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს,  გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.

ვრცლად
01.04.2018
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სიხარულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მათ. აღდგომა ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია, სიკეთე და სიხარული გქონოდეთ.

ვრცლად
01.04.2018
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ბზობას ზეიმობს

დღეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ბზობის დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის  მრევლს ამ დიდ დღესასწაულს, სიხაარულსა და მშვიდობას გისურვებთ.

ვრცლად








View Larger Map