მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


25.03.2018
სომხური ეკლესია ბზობას ზეიმობს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.

ვრცლად
25.03.2018
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობას აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას - იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.

ვრცლად
22.03.2018
მუსლიმები რეღაიბის ღამეს აღნიშნავენ

22 მარტს მუსლიმური სამყარო რეღაიბის ღამეს - ვედრების აღსრულების ღამეს აღნიშნავს. რეღაიბის ღამეს მუჰამედ წინასწარმეტყველის დედამ შვილის მუცლადღება იგრძნო. რეღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს და მუსლიმანები მას ღმერთისადმი ვედრებაში ატარებენ.

ვრცლად
19.03.2018
კათოლიკური სამყარო იოსებ დამწინდველს იხსენიებს

19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსებ დამწინდველს იხსენიებს. ქალწულების აღთქმის დადების შემდგომ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს., რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მას.

 

ვრცლად
14.03.2018
ეზიდები გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ

დღეს „კლოჩე სარე სალეს“   - გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს  ეზიდ თანამოქალაქეებს „კლოჩე სარე სალეს" და განახლებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
14.03.2018
შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

2018 წლის 14 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადასაადგილებელი ეტლების გადაცემის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მუსლიმთა 

ვრცლად
12.03.2018
შეხვედრა საბერძნეთის ახალ ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საბერძნეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.

           

ვრცლად
09.03.2018
მუსლიმი თემი ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმები მუჰამედ შუამავლის ქალიშვილის, წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფატიმა მუსლიმთათვის თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს, მას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას.

ვრცლად
07.03.2018
რელიგიის სააგენტოს 2016-2017 წ.წ. ანგარიში
7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა..     პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ვრცლად








View Larger Map