მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


09.01.2018
ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტით

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მეოთხე წელია, რაც ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს. კალენდარში თავმოყრილია  სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები, იგი ხელს უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას. ინტერრელიგიური კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ საჯარო უწყებებში, რაც რელიგიური მრავალფეროვნებისა და 

ვრცლად
08.01.2018
მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი. ქრისტეს დაბადება სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე 

ვრცლად
08.01.2018
რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა

რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომხური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის და სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 

ვრცლად
07.01.2018
კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს კათოლიკე ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას და მის მრევლს ამ დღესასწაულს კეთილდღეობას და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
07.01.2018
ქრისტიან-მოლოკანთა თემი ქრისტეშობას ზეიმობს

დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ზეიმობს ქრისტეშობას- ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა დამაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, საქართველოში მცხოვრებ მოლოკნებს ქრისტეშობის დღესასწაულს, სიკეთეს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
06.01.2018
კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, განსაკუთრებულად კი- საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს, და სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.

ვრცლად
06.01.2018
დღეს სომხური ეკლესია შობას ზეიმობს

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებელი  ეკლესია შობას და დაგანცხადებას- იესოქრისტესნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
06.01.2018
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას- ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. 

ვრცლად
04.01.2018
პატრიარქის იუბილე

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. პატრიარქი გამორჩეული ფიგურაა მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ქვეყნისთვის კი - მშვიდობის, სიყვარულის, ერთობის გარანტია. მისმა ორმოცწლიანმა ღვაწლმა განსაკუთრებული კვალი დაატყო ქვეყნის საეკლესიო თუ საერო ცხოვრებას., მიუხედავად რწმენისა და აღმსარებლობისა, ადამიანები მის სიტყვას ენდობიან და პატივს სცემენ მას.

 

ვრცლად








View Larger Map